« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
8-08-2023
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.
სტიქიის ზონაში სამხედროებთან ერთად მუშაობენ ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამხედროებთან და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს. ისინი სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ.
პირად შემადგენლობას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი გასულ წელს ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური ტექნიკით.