8-08-2023
6 აგვისტოს დაიღუპა ჩვენი ორი სამშვიდობო, რა გინდათ თქვათ, რომ ესენი ომის მსხვერპლნი არ არიან? ეს ორი სამშვიდობო? აი ამაშია მთელი საქმე, ეს ომი არც 7 აგვისტოს დაიწყო და არც 12 აგვისტოს დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თარიღებით მანიპულაციას, ერთადერთი მიზანი აქვს, საზოგადოების გახლეჩა.
„ეს ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და ანექსიით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი კვადრატული სანტიმეტრი მაინც ექნება ოკუპირებული რუსეთს. ეს არის სინამდვილე. რაც შეეხება, თარიღებით მანიპულაციას, ერთადერთი მიზანი აქვს ამას მხოლოდ, რომ გახლეჩა შემოიტანოს საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ, მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, თავად დააწესეს ეს დღე, როგორც დღე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თარიღში დაღუპულების პატივის მიგებას და კიდევ ერთხელ 6- ში დაიღუპნენ, 7 – ში, 8-ში, 9 -ში, 10-ში, 11-ში, 12 -ში და ყველას ერთად მივაგებთ პატივს 8 აგვისტოს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ტრადიცია. ამ ტრადიციებს ჩვენ უნდა ვცეთ პატივი და ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი აზროვნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.