გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ ყოლბაია: აფხაზეთიდან სამკურნალოდ ჩამოსვლის მსურველთა ნაკადი თანდათან იზრდება

31-08-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ნაკადი ხალხისა, რომელიც აგხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ მოდის, არ წყდება.

ამის შესახებ ყოლბაიამ მისი უწყების იმ პროგრამასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებთათვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამკურნალოდ ჩამოსვლის მსურველთათვის ხორცილედება.

„მკურნალობის მსურველთა რიცხვი სერიოზულადაა გაზრდილი, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს: თუ 2015-2017 წლებში ენგურსგაღმიდან დანარჩენ საქართველოში დაახლოებით 2500 ადამიანი გადმოვიდა სამკურნალოდ, მიმდინარე წელს ეს რიცხვი უკვე დაახლოებით 850-ია. მკურნალობის მსურველთა შორის არიან მძიმე, მათ შორის შიდსით, ტუბერკულოზით და ა.შ. დაავადებულები.

აღსანიშნავია, რომ თვითონ აფხაზები სერიოზულად ლაპარაკობენ აქ მიღებული მომსახურების მაღალ დონეზე, ექიმების განწყობაზე. თქვენც შეგიძლიათ წაიკითხოთ იქაურ სოციალურ ქსელებში, რომ როდესაც მათ, ვინც აქ სამკურნალოდ მოდის, საყვედურობენ, ისინი საპასუხოდ თავიანთ ე.წ. ხელისუფლებას მიმართავენ - რა ვქნა მე, როდესაც შვილი ავად გამიხდება? რა ვქნა მე, მშობლები რომ ავად გამიხდება? თქვენ არც ტექნიკა, არც მომსახურების დონე არ გაქვთ და იმიტომ მივდივარ, რომ გადავარჩინო ჩემი ახლობლები. ამას უკვე თვითონ აფხაზებიც ნორმალურად უყურებენ, განსხვავებით იმ წლებისა, როდესაც ეს პრაქტიკა ჯერ მხოლოდ ფეხს იკიდებდა. მაშინ იყო ზეწოლაც, მუქარაც - არ გრცხვენიათ, მტრებთან მიდიხართ? მაგრამ ეს სიტუაცია განიმუხტა. რუსეთმა დაინახა საშიშროება, რომ აფხაზეთისა და ქართველების დაახლოებისთვის ეს სერიოზული მომენტია, ამიტომ შეეცადა, ჰუმანიტარული დახმარებები და რაღაც აპარატურები, დაზღვევის სისტემა შემოიტანოს, მაგრამ ეს არაა ის, რაც მათ შეუძლიათ ალტერნატივის სახით შესთავაზონ ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ ნაკადი, რომელიც ჩვენკენ მოდის, არ მცირდება“- განაცხადა ყოლბაიამ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში.

NSP.GE