გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვახტანგ ყოლბაია: დევნილთა საცხოვრებლებს დიდი ყურადღება ექცევა

31-08-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დევნილთა საცხოვრებლები, რომლებიც 7-8 წლის წინ აშენდა, კვლავ სარემონტოა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აღნიშნულ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.



„უნდა ვთქვათ, რომ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა, განსაკუთრებით 7-8 წლის წინ, ძალიან დიდი ხარვეზებით ხორციელდებოდა, ყოველ მეორე წელს სახურავი იხდებოდა, ბათქაში ცვიოდა, კანალიზაციის ქსელი გაუმართვი იყო... დღეს ჩვენს სახელმწიფოს მეორედ უხდება რემონტის ჩატარება, რაც, რა თქმა უნდა, ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ამ ფონზე, მისასალმებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა თანამდებობის დაკავებიდან უმოკლეს დროში დაათვალიერა დევნილთათვის გათვალიწინებული მშენებლობები და თუ სადმე ხარისხის დონე შესაბამისი არ იყო, ისინი გააჩერა კიდეც. ისიც თქვა, რომ სანამ არ იქნება გამოსწორებული ეს ხარვეზები, ახალი მშენებლობა არ მოხდებაო. ანუ სერიოზული ყურადღების ცენტრში ხვდება ის, რასაც დევნილთა საცხოვრებელი ქვია. 
ძველ აშენებულ ფართებზე კი დღეს ჩვენს სახელმწიფოს მეორედ უხდება რემონტის ჩატარება, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მივესალმები ქალბატონ მაია ცქიტიშვილის ასეთ დამოკიდებულებას მშენებლობის ხარისხისადმი. ჩვენი მთავრობა მზადაა, ამ საკითხებში მხარში ამოუდგენს ინფრასტრუქტურის სამინისტროს“- განაცხადა ყოლბაიამ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში.

NSP.GE