გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით დარჩიაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაში თარიღის, 7 აგვისტოს დაფიქსირებაზე: ვფიქრობ, ასეთი მოთხოვნები ექნებოდათ ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხებს

9-08-2023

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციაში 7 აგვისტოს დაფიქსირების მოთხოვნა ექნებოდათ „ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხ და რიგ სხვა კომუნისტებს, რომლებიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში იყვნენ“ - ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა მედიას განუცხადა.

 

მისი თქმით, რუსებს ჰყავდათ რამდენიმე სამოკავშირეო პატარა ჯგუფი, მათ შორის, ევროპელი მემარცხენეები, მაგალითად, ჩეხი კომუნისტი.

 

„რუსებს ჰყავდათ რამდენიმე სამოკავშირეო პატარა ჯგუფი, მათ შორის იყო ევროპელი მემარცხენეები, კომუნისტები შედიოდნენ, მაგალითად, ჩეხი კომუნისტი იყო ვიღაც და ა.შ. ზუსტად რომელი შესწორება ვისგან შემოდიოდა, ეს ალბათ ისევ „ფაქტჩეკს“ უნდა კითხოთ, მე რატომ მეკითხებით, მაშინ უნდა აღვიდგინო ეს ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები, რაც ხელთ არ მაქვს, რომ აქ ეს გადავამოწმო“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, რუსული მხარის ინიციატივა იქნებოდა ეს? დავით დარჩიაშვილმა უპასუხა - „მე ვფიქრობ, რომ ასეთი მოთხოვნები ექნებოდათ ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხ და კიდევ რიგ სხვა კომუნისტებს, რომლებიც ასევე იყვნენ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში“- აცხადებს დარჩიაშვილი.