გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკოსებში არის ბევრი ჯგუფი, რომელსაც აქვს არა საზოგადოებრივი ინტერესი, არამედ პარტიული დღის წესრიგი

10-08-2023

სამწუხაროდ მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკოსებში ხომ ისედაც, არის ბევრი ჯგუფი, რომელსაც აქვს არა საზოგადოებრივი ინტერესი, არამედ აქვთ ჩვეულებრივი პოლიტიკური, პარტიული დღის წესრიგი და ყველა ეს ქმედება ამ დღის წესრიგით არის ნაკარნახევი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავარი არის ერთი რამ - საზოგადოება იწრთობა ასეთ პროცესში და უფრო მომზადებულია, რომ ასეთ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს.

 

„სამწუხაროდ მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკოსებში ხომ ისედაც, არის ბევრი ჯგუფი, რომელსაც აქვს არა საზოგადოებრივი ინტერესი, არამედ აქვთ ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიული დღის წესრიგი და ყველა ეს ქმედება ამ დღის წესრიგით არის ნაკარნახევი. სამწუხაროა, რომ ამ სფეროებში აბსოლუტურად ღირებულებითი კრიზისია. მთავარი არის ერთი რამ - საზოგადოება თავისთავად იწრთობა ასეთ პროცესში და შემდეგ უფრო მომზადებულია, რომ ასეთ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.