10-08-2023
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობს შოვში მიმდინარე სამძებრო- სამაშველო პროცესში.
ისინი რამდენიმე ლოკაციაზე არიან გადანაწილებული. რეზერვისტების სამუშაო ლოკაციებს დაემატა კალცის წყლების მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რეზერვისტების პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების სამხედროებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან კოორდინაციაში მუშაობს.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.