10-08-2023
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს
კონკურსს ქართული ენის მასწავლებლის ერთი ნახევარგანაკვეთიანი და ისტორიის
მასწავლებლის ერთი სრულგანაკვეთიანი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.
მსურველებმა, გთხოვთ, 2023 წლის წლის 14 აგვისტოდან 2023 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით,
განაცხადები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge, ასევე აუცილებელია შეავსოთ
განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა/შეფასება.
2. გასაუბრება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა
მოხდება 2023 წლის 29 აგვისტოს, ხოლო გასაუბრება: - ქართულის მასწავლებლებთან
გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 11:00 საათზე; - ისტორიის მასწავლებლებთან გასაუბრება
2023 წლის 5 სექტემბერს 12:00 საათზე;
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ
გასაუბრებაზე. შერჩევის კრიტერიუმები:
1. კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ უფროსი მასწავლებელი;
2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სხვა სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
3. კანდიდატი უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს;
4. კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს მოქმედი დისციპლინური სახდელი;
5. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო ტრენინგ-კურსების
გავლილი (წარმოადგინოს დამადასტურებელი სერტიფიკატები)
6. კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს საგაკვეთილო პროცესის მართვა;
7. კანდიდატი უნდა იცნობდეს კანონს ზოგადი განათლების შესახებ;
8. კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული და მუდმივად ზრუნავდეს პროფესიულ
განვითარებასა და სტატუსის ამაღლებაზე (ტრენინგები, პროექტები, სემინარები, კურსები);
9. კანდიდატმა უნდა იცოდეს ელექტრონული სისტემის წარმოების წესი;
10. კანდიდატმა უნდა იცოდეს მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14