გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურთან ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას გეგმავს

31-08-2018

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი თვლის, რომ გალის რაიონში სიტუაციის დასტაბილურებას ხელი ენგურზე გამშვები პუნქტების დახურვამ შეუწყო. ამასთანავე ხაჯიმბა აცხადებს, რომ ე.წ რესპუბლიკის ეკონომიკაზე და ბაზარზე ცუდ გავლენას ახდეს საქართველოდან პროდუქციის შეტანა და ამ პროდუქციის გასაკონტრიოლებლად ე.წ საბაჟო პუნქტების გახსნას გეგმავს.

„საჭიროა ამ პროცესის ლეგალიზება, ესა თუ ის პროდუქტი, რომელიც აფხაზეთში შემოდის, ჩვენ ბაზარზე დემპინგის პირობებს ქმნის. პრაქტიკულად ჩვენი პროდუქტი არაკონკურენტუნარიანი ხდება. მე ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი არაა. საქართველოდან შემოსული ყველა პროდუქტი აღრიცხული უნდა იქნას. რადომ უნდა გამდიდრდნენ ამით კონკრეტული ადამიანები და სახელმწიფომ რატომ უნდა განიცადოს დანაკარგი?“- განაცხადა ხაჯიმბამ.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად უახლოეს მომავალში კონტროლის მექანიზმები გამკაცრდება და საბაჟოების მატერიალურ ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდება.

newposts