გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თიბისიმ ციფრულ კორპორაციულ სერვისებში Global Finance-ის 8 ჯილდო მიიღო

14-08-2023

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2023 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას18 ნომინაციაში მიაღწია.


თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის კორპორაციული ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომგამოცემამ თიბისი8 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ციფრული კორპორაციული ინიციატივებისთვის.


კომპანიები ნომინაციებში რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდნენ, როგორებიცაა: საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება, სახაზინო სერვისები და სხვა.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ რამდენიმე მიმართულებით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები იმის დადასტურებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. როგორც ერთგული ფინანსური პარტნიორი, მხარს ვუჭერთ თითოეულ პარტნიორ კომპანიას, ბიზნესსა თუ ცალკეულ მომხმარებელს სწორედ იმ სერვისებით, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ჯილდოები მოგვაპოვებინა“, –ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.


ჟურნალი GlobalFinance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.


GlobalFinance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, GlobalFinance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.