14-08-2023
საგამოძიებო სამსახურმა გამომძიებლებსა და ანალიტიკური პერსონალისთვის ორგანიზებული 2-დღიანი ტრენინგის ფარგლებში კომპანია Chainalysis-ის ექსპერტებს (მაჰმუდ ელ სადი ესსას და შაილენდრა სადს) უმასპინძლა. კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს და ფინანსურ ინსტიტუტებს უწევს მომსახურებას და ასევე, აწვდის უშუალოდ მათზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
მიმოხილულ იქნა საქართველოს ციფრული შესაძლებლობები და ამჟამინდელი ლოკალური კრიპტოინდუსტრიის პოზიციები მსოფლიო მასშტაბით, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სავალდებულო რეგისტრაციის პროცესის მოსალოდნელი შედეგები და ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების შესაბამისობა. ტრენინგის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ კომპანია Chainanalysis-ის სპეციფიკურ პროგრამულ უზრუნველყოფებას, ბლოკჩეინში ციფრული კვალის მიკვლევადობის და ანალიტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
განხილული იქნა საგამოძიებო სამსახურის საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერის და მისი თანამშრომლების გადამზადების პერსპექტივები ისეთი თემატიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა: ფულის გათეთრების რისკები ვირტუალური აქტივების კუთხით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მისი სამართლებრივი საფუძვლები; ციფრული მიკვლევადობა, მათ შორის ბლოკჩეინ სისტემებში და ა.შ.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, კონკრეტული მიმართულებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.