გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში, ნინოშვილის ქუჩის და კოსტავას ქუჩიდან მერიის მიმდებარედ ჩასასვლელი ჩიხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

15-08-2023

ქალაქ კასპში, ნინოშვილის ქუჩის და კოსტავას ქუჩიდან მერიის შენობის მიმდებარედ ჩასასვლელი ჩიხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი ადგილზე გაეცნენ.


ჩასასვლელი ჩიხების მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბინი“ აწარმოებს.


პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 4777 ლარით ფინანსდება.


ამჟამად არმირებული ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდეგ მასზე საფეხმავლო ბილიკი, ჩასასვლელი კიბეები და მოაჯირები მოეწყობა.


პროექტის დასრულების შემდეგ დამრეცი ჩიხები, რომელიც მოქალაქეებისთვის დღემდე გადაადგილებისთვის საფრთხის შემცველი იყო, მალე კომფორტული გახდება.