გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ამ ლიბერალ-ფაშისტების თითოეული რასისტული და ქსენოფობიური განცხადება მკაცრად უნდა იქნას აყვანილი სპეციალური სამსახურების ოპერატიული მეთვალყურეების ქვეშ

16-08-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლენის - ანტიჩინური ქსენოფობიური კამპანიის შესახებ წერს.

 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, თითოეული რასისტული და ქსენოფობიური განცხადება მკაცრად უნდა იქნას აყვანილი სპეციალური სამსახურების ოპერატიული მეთვალყურეების ქვეშ.

 

„პირველად ამ ქვეყანას ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში და შედეგები ძალიან სამწუხაროა - უკვე ყველანი ვხედავთ ამას“, - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერის ჩინურ კომპანიასთან კავშირებს და იქ მრჩევლად მუშაობის წელიწადნახევრიან პერიოდში, მის მიერ ხელფასის სახით აღებულ 160 ათას დოლარს პრემიერ-მინისტრის „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიმართ არსებულ ვალდებულებად მიაწერს. ლიბერალური ფაშიზმის ეს მორიგი გამოვლინება პირველ რიგში ემსახურება საქართველოში ანტიჩინური ქსენოფობიური კამპანიის მიზანმიმართულ აგორებას.

 

ხიდაშელი უკვე იწყებს საქართველოში ვირტუალური ანტიჩინური „ოსვენციმების“ აგებას და სულ უფრო ემსგავსება ლეგენდარულ ილზე კოხს (Ilse Koch) „ბუხენვალდის“ საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის მეუღლეს, ჯალათს, ებრაელებისა და სლავების გამანადგურებელს, მეტსახელად „ბუხენვალდის ალქაჯს“.

 

ყვარელში ებრაელის ქორწილის ჩაშლის და ყოველდღიური ანტისლავური გამოხტომების შემდეგ, დღეს ჩინელების დევნის კამპანიის აგორების საწყისის მოწმენი ვხდებით. სხვის სახელფასო უწყისებში თავისი სისხლიანი ხელების ფათურის მოყვარულ თანამედროვე „ბუხენვალდის ალქაჯების“ ინტერესი არასდროს არ ეხებოდა 2009 - 2014 წ.წ. სემეკის რიგითი წევრის, მაია ნადირაძის ხელფასს, რომელმაც 5 წლის განმავლობაში უამრავი სამივლინებო ხარჯების გარდა მხოლოდ ჯამაგირის სახით აიღო 664 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარებში. საინტერესოა, რუსეთისთვის 2008 წლის შემდეგ „კონტრიბუციის“ სახით გადაცემული ენერგეტიკული ობიექტების პირობებში, რომელი კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ მიიღო „სემეკელმა“ ნადირაძემ ხელფასის სახით მილიონ ნახევარ ლარზე მეტი.

 

არ აინტერესებთ თანამედროვე „ბუხენვალდის ალქაჯებს“ არც თავისი „დედა-ალქაჯის“ შემოსავლების წყარო, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თავისი ქვედაბოლოს ჯიბეში ხელის ერთი ჩაყოფით, მეორეხარისხოვან ამერიკულ კომპანიას მილიონი დოლარი გადაუხადოს „ალქაჯების ბელადის“ გადარჩენის მიზნით. ამ ლიბერალ-ფაშისტების თითოეული რასისტული და ქსენოფობიური განცხადება მკაცრად უნდა იქნას აყვანილი სპეციალური სამსახურების ოპერატიული მეთვალყურეების ქვეშ. ხვალ რომ (ღმერთმა არ ქნას) „სააკ-იუგენდის“ რომელიმე „ფრანკლინელმა“ საქართველოში რომელიმე ჩინელის მიმართ პროვოკაციას მიმართოს - ამის დამკვეთისა და წამქეზებლის ოპერატიულ დადგენაში დრო რომ არ დაიკარგოს...“., - წერს დავით ქართველიშვილი.