16-08-2023
GlobalFinance-მა თიბისის კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა, აღნიშნული ჯილდოს გარდა, თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას ჯამში 18 ნომინაციაში მიაღწია. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით.
საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ:
„ეს აღიარება ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისო გამოცემა GlobalFinance-მა თიბისი საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის საქმიანობის კომპანიის მისიასთან სრულ შესაბამისობას..“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ჟურნალი GlobalFinance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
GlobalFinance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, GlobalFinance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.