გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში, ლიფტში, ქალის დაჭრაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

31-08-2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N34-ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, გ.ჩ.-მ, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი.ა-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობის სახით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მისი გადარჩენა მოხერხდა. 
სამართალდამცველებმა გ.ჩ. 2017 წლის 02 ივნისს, ქალაქ ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.