გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის სოფელ ხოვლეში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა დაიწყო

16-08-2023

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის  თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.


სოფელ ხოვლეში ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარეთან შოთა ბეგლარაშვილთან,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი მჭედლიშვილთან და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან თამაზ ხუციშვილთან ერთად გაეცნო.


თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარეგანათება.

სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება და შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელბს.