გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თიბისის მხარდაჭერით, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 გაიმართება

16-08-2023

თიბისის მხარდაჭერით, 14-16 სექტემბერს ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 გაიმართება.ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებსა დავორკშოპებს, გაეცნონ რეკლამის ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიფართოვონ პროფესიული წრე და გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.


თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან,  2015 წლიდან  პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეშვიდე წელია იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში უწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან. სტუმრების სიაში MightyJungle სტრატეგიის საკონსულტაციო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ პოლარდი იქნება.


ფესტივალი ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიით სრულდება, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

წელს თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, ფესტივალზე ახალ ნომინაციას წარადგენს და გამარჯვებულ ახალგაზრდას დააჯილდოებს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.