გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს: განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან

17-08-2023

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას ქართული საზოგადოების მხრიდან.


„ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, მიხარია აქ ყოფნა. დიდი მადლობა!,"- აღნიშნა პრემიერმა.