გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რაგბის „დიდი 10-ის“ ახალი სეზონი დიწყო

31-08-2018

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, ავჭალის რაგბის სტადიონზე "დიდი 10-ის" ახალი სეზონის (2018/19 წ) პირველი ტურის პირველი მატჩი გაიმართა.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ერთმანეთს გუნდები_"არმია" (თბილისი) და "აია" (ქუთაისი) დაუპირისპირდნენ. მატჩი "აიას" გამარჯვებით ანგარიშით 14:57 დასრულდა.
"ბიჭები თავის კაცურ და ვაჟკაცურ სულს ჩადებენ და დადებენ ყველა თამაშში. დღეს ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. ყველანაირად ვეცდებით გავაუმჯობესოთ შედეგები წინ კიდევ ბევრი თამაშია. გპირდებით "არმია" თავის სიტყვას იტყვის." განაცხადა სარაგბო კლუბ "არმიას" პრეზიდენტმა, ირაკლი სულთანიშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 ივნისს, სპორტული კლუბის არმიას" დამფუძნებლად, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განისაზღვრა.