გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: გულს უხარია, როდესაც ოპოზიციას კომიდან ხელოვნურად გამოყვანილი, ან დეფიბრილატორით რეანიმირებული პერსონაჟები გამოჰყავს ხოლმე მოედანზე, ხელისუფლებასთან სათამაშოდ

17-08-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილის პოსტს ეხმაურება.


როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ზურაბიშვილი პოსტში ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი ორ დიამეტრულად განსხვავებულ შეხედულებას შორის, რის გამოც პოსტი არასერიოზულ შინაარსს იძენს.


„გავეცანი ბიძინა ივანიშვილის ჰუმანურობით გადარჩენილი და სიცოცხლეს დაბრუნებული დავით ზურაბიშვილის მორიგ სოფისტიკურ ნაწარმოებს. სამი ასოციაცია აღძრა მან ჩემში: პირველი - ლუის ქეროლის წიგნიდან, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ცნობილი ციტატის სახით: „არასოდეს იფიქროთ, რომ თქვენ განსხვავდებით იმისგან, რისგანაც სხვაგვარად შეგეძლოთ ყოფილიყავით, ვიდრე განსხვავებული იმ შემთხვევებში, როდესაც სხვაგვარად ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა თქვენთვის“; მეორე კი, მილოშ ფორმანის უკვდავი კინოშედევრიდან არის, „მოცარტი“, აი, სალიერის რომ გამოაქვს მაესტროს ერთ-ერთი ნაწარმოებისთვის თავისი კრიტიკული განაჩენი: „ნამეტნავად ბევრი ნოტია“; მესამე კი - მანქანაზე გადაცემათა მექანიკური კოლოფი რომ ჩამეშალა და ხელოსნის პირველი შეკითხვა იყო: „სიჩქარეში ხშირად აგდებდით?“... ზუსტად მსგავსი აბდაუბდა ასოციაციებით „გავერკვიე“ ზურაბიშვილის ბოლო სტატუსის შინაარსში, რომლის პათოსი, სოფისტიკასთან ერთად, პოლიტიკურ ტრანსგენდერობას გაგონებს.


როდესაც ავტორი, ტრანსგენდერისა არ იყოს, ორ სქესს შორის ცდილობს „ოქროს შუალედის“ მოძიებას. ან, ვითარცა ეკვილიბრისტი, ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი ორ დიამეტრულად განსხვავებულ შეხედულებას შორის, მაგრამ ძალიან ბრაზდება კოგნიტიური დისონანსისა თუ ბიპოლარული აშლილობის ხსენებისას საკუთარი მისამართით.


ამ ბალანსირებაში, რომლის ძირითადი აზრი საზოგადოებისთვის საკუთარი მივიწყებული არსებობის შეხსენებაა, ავტორი რისკავს, „შპაგატირებისას“ ისეთი ბზარი გაიჩინოს ერთ ადგილას, რასაც კუზანოვიც კი ვეღარ უშველის. „შპაგატში“ მყოფი ავტორი ერთი მხრივ აქეზებს ოპოზიციას რადიკალური აქტიურობისაკენ, მეორე მხრივ სკეპტიკურად არის განწყობილი ამ აქტიურობის მიმართ; მერე კვლავ უბრუნდება იმ აზრს, რომ აქტიურობის გარეშე არაფერი არ გამოვა, თუმცა ბოლოს დასძენს: „აბა, არჩევნებს რა აზრი აქვს, პუტინი ისედაც გაუფორმებს ოცნებას მორიგ გამარჯვებას“. კითხულობ და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბზარი ავტორს უკვე გაუჩნდა, ოღონდ არა კუზანოვის სპეციალიზაციას დაქვემდებარებულ ადგილას, არამედ ნეიროქირურგიის სფეროში. აშკარად იგრძნობა თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის გაჩენილი ფატალური დაშორება.


ავტორს იმდენად გაუჭირდა საკუთარი „აზრების“ დალაგება, რომ ოპოზიციის რადიკალიზაციისაკენ მოწოდება, მან კობახიძის „ბოდიშის“ ფსიქოანალიტიკურ გარჩევაზე ააწყო და ოპოზიციის გამარჯვებისკენ მიმავალი გზა სწორედ ამ ბოდიშის მოხდის „არაკანონიკურობაში“ დაინახა... ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა „სიგრძისაა“ ოპოზიციის „სათადარიგო მოთამაშეების“ სკამი. გულს უხარია ხოლმე, როდესაც კომიდან ხელოვნურად გამოყვანილი, ან დეფიბრილატორით რეანიმირებული პერსონაჟები გამოჰყავთ მოედანზე ხელისუფლებასთან სათამაშოდ. ეგრე გააგრძელეთ და რაც მთავარია, პუტინის ფაქტორს ებარებოდეთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.