18-08-2023
„გვარამიას ტელევიზიაში ზის და ბოღმას ანთხევს, ლამისაა წყევლა დაიწყოს, ირაკლი კობახიძეს ჩემთვისაც აქვს მოხდილი ბოდიში, რისთვის და რატომ არ მახსოვსო, ივანიშვილი დაემუქრა თანამდებობას დაგატოვებინებ თუ ეკას არ მოუბოდიშებო…ოღონდ რა მოხდა და როდის არ ახსოვს…“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიაზე.
მისი თქმით, ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან.
აქვე ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბესელიამ ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით.
„გვარამიას ტელევიზიაში ზის და ბოღმას ანთხევს, ლამისაა წყევლა დაიწყოს - ირაკლი კობახიძეს ჩემთვისაც აქვს მოხდილი ბოდიში, რისთვის და რატომ არ მახსოვსო, ივანიშვილი დაემუქრა თანამდებობას დაგატოვებინებ, თუ ეკას არ მოუბოდიშებო… ოღონდ რა მოხდა და როდის, არ ახსოვს… მდაა, მძიმე შემთხვევაა, არა? ბოლოს ეს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან და მაგის შემდეგ ბიპოლარული აშლილობა აწუხებს…
პრინციპში, შეაწუხებს, აბა, რას იზამს, ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით… ჰოდა, ნაც-ტელევიზიაში დაჯდა - გუბაზამ თუ დეპუტატობა გაინაღდა, მე რითი ვარ ნაკლები, ის თუ არის „გორსალა“, მე რითი ვარ ნაკლები, რომ გორსალა ვიყო და თან დეპუტატიო?! ეს მალე ყველას გადაასწრებს სააკაშვილის კარზე…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.