გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია

18-08-2023

2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 787.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.7%-ით აღემატება.


საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 89.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით,2.2%-ით მეტია.


გაზრდილია სასმელების, ცოცხალი ცხოველებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტიც. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების, ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მოცვისდა დაკონსერვებული ხილის შემთხვევებში. 2023 წლის 7 თვის მონაცემები (იანვარი-ივლისი) ასე გამოიყურება:

 

  • ღვინის ექსპორტის ღირებულება - 150.5 მლნ აშშ დოლარი (24.3%-იანი ზრდა);
  • სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება - 98.8 მლნ აშშ დოლარი (46.1%-იანი ზრდა);
  • მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება - 77.1 მლნ აშშ დოლარი (38.2%-იანი ზრდა);
  • უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება - 67.1 მლნ აშშ დოლარი (62.5%-იანი ზრდა);
  • მოცვის ექსპორტის ღირებულება - 18.2 მლნ აშშ დოლარი (118%-იანიზრდა);
  • ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ღირებულება - 36.0 მლნ აშშ დოლარი (65%-იანი ზრდა);
  • ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება - 15.3 მლნ აშშ დოლარი (66%-იანი ზრდა);
  • თევზის ცხიმის ექსპორტის ღირებულება - 15.2 მლნ აშშ დოლარი (35%-იანი ზრდა);
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება - 9.7 მლნ აშშ დოლარი (38%-იანი ზრდა);
  • დაფნის ექსპორტის ღირებულება - 9.0 მლნ აშშ დოლარი (21%-იანი ზრდა);
  • ლოკოკინის ექსპორტის ღირებულება - 368.3 ათასი აშშ დოლარი (49%-იანი ზრდა);

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, თაფლის ექსპორტი (ექსპორტის ღირებულება 390 ათასი აშშ დოლარი) 12 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმოადგენდნენ.2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში,თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.