გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ სარჯველაძე: არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი

21-08-2023

არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.


მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და არა ჭეშმარიტების გარკვევა.


„როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რეალურად აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა.


ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე. მათ შორის, როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.