გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

Do IT in Georgia - GITA-მ პროექტის პრეზენტაცია წარადგინა

21-08-2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტი "Do IT in Georgia" წარადგინა, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ IT რესურსებს, ასევე ტრენინგ პროვაიდერებს აძლევს საშუალებას განათავსონ თავიანთი სასწავლო კურსები და სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუციით გაზარდონ IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და  ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.


ონლაინ პორტალი www.doit.gov.ge USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, რომელშიც ერთიანდება შემდეგი პროგრამები:

  • 5000IT მომზადების პროგრამა - ყველა ტრენინგ პროვაიდერს აქვს შესაძლებლობა, განათავსოს საკუთარი კურსი აღნიშნულ პორტალზე დამწყები IT სპეციალისტებისთვის, რომელიც 16 წელს მიღწეულ საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი, ჩააბაროს ერთიანი გამოცდა და მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება;
  • Do IT with the EU - მოიცავს დასაქმებისა და სერტიფიცირების პროგრამებს, რომელიც 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის გაგრძელებაა და სრულად არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ;
  • CODE-IT - სასწავლო კურსები, ტექნოპარკების ბაზაზე, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს, ე.წ. Peer2Peer მეთოდით სკოლის მოსწავლეების კოდინგის სფეროთი დაინტერესებას და ცოდნის მიცემას;
  • ბლოკჩეინის კურსები - კურსებს ატარებს საერთაშორისო ტრენინგ პროვაიდერი New Horizons, Binance Charity-ის სრული დაფინანსებით და მოიცავს ოფიციალურ სასერტიფიკატო გამოცდას ბლოკჩეინის და კრიპტოს მიმართულებით.

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით, ერთიანი პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად IT უნარებს და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.