21-08-2023
„კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში არის აკრძალული. შესაძლოა, განცხადება გააკეთოს, თუმცა ვერავითარ კამპანიაში ვერ მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანიის წამოწყებაში არც კანონმდებლობა უჭერს მხარს და არც ქართველი ხალხი.
„ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში არის აკრძალული. შესაძლოა, განცხადება გააკეთოს, თუმცა ვერავითარ კამპანიაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ეს აკრძალული და დასჯადია. სამართლებრივი მხარეც კი კრძალავს იმას, რომ რაიმე ტიპის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა პატიმარმა სააკაშვილმა, ან მისმა ნებისმიერმა წარმომადგენელმა მისი სახელით. მაგრამ ამასთან ერთად, პირველ რიგში, სათქმელია ის, რომ იგი პოლიტიკურად არის ანულირებული საქართველოს საზოგადოების, საერთაშორისო სასამართლოების, თუ მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რადგან გამოჩნდა არაერთი ძალა, რომელმაც აღიარა, რომ პატიმარი სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრება უკვე დასრულებულია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.