გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე: კელი დეგნანისგან ელექტრონულ არჩევნებზე აუგის თქმა არის შარლ მიშელის შეურაცხყოფა, რამეთუ ელექტრონული არჩევნების წესი სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაიწერა

21-08-2023

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ელექტრონული არჩევნების წესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს.


როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, 2024 წლის არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმებითაც არის გათვალისწინებული.


შესაბამისად, მისი თქმით, კელი დეგნანის მიერ ელექტრონული არჩევნებით შესაძლო მანიპულაციაზე საუბარი, შარლ მიშელის შეურაცყროფაც არის.


“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ!!!!! სულ ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ!!!! კელი დეგნანისგან ელექტრონულ არჩევნებზე აუგის თქმა არის შარლ მიშელის შეურაცხყოფა და თავს ლაფის დასხმა, რამეთუ ელექტრონული არჩევნების წესი სწორედ რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაიწერა!!!!!” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.