გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ზარქუა: არიან პარტიები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, თუ სადმე არის მსგავსი დარღვევა, უნდა აღიკვეთოს

21-08-2023

რაერთხელ გვითქვამს, რომ არიან პარტიები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფილირებული არიან ამ პარტიულ სტრუქტურებთან და შემდეგ იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ჩვენი კონსტიტუციით, კანონმდებლობით ეს აკრძალულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.


ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.


„ძალიან კარგი ინიციატივაა. არ ვიცი, რა ორგანიზაციამ წამოიწყო. მგონია, რომ არა აუდიტის სამსახურს, არმედ უნდა მიმართონ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის უფლებამოსილებაშიც გადადის ეს ფუნქცია, თუ არ ვცდები, შემოდგომიდან.


შესაბამისად, თუ სადმე არის მსგავსი დარღვევა, უნდა აღიკვეთოს, რადგან ყველამ უნდა ვცეთ საქართველოს კონსტიტუციას პატივი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საელჩოებმა და ყველამ. თუ ასეთი დაფიქსირდება, მოვუწოდებ შემსწავლელ ორგანიზაციებს, მყისიერად გამოაქვეყნონ ის ორგანიზაციები, სახელმწიფოები და სტრუქტურები, ვინც აფინანსებენ ამ რადიკალებს, რომელთა ინტერესში შედის ქაოსი, არეულობა და შემდეგ უკვე მეორე ფრონტის გახსნა, რომელზეც, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებიდან არა ერთხელ გვითხრეს და, მათ შორის, აქაურმა პოლიტიკაში ხელმოცარულებმა გამოთქვეს ამის სურვილი“, – განაცხადა ზარქუამ.