გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა

22-08-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში 2009-2022 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველ დიაგრამას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

მისი თქმით, უცხოურმა ინვესტიციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მიაღწია, რაც დიაგრამაზეც არის ნაჩვენები.

 

ექსპერტი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნულის მიღწევა ღარიბაშვილის მთავრობამ, კოვიდით გამოწვეული კრიზისის შემდეგ შეძლო.

 

“ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა. ეს მიღწევა განსაკუთრებით დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ღარიბაშვილის მთავრობამ დააღწია თავი კოვიდის უმძიმეს კრიზისს და ქვეყანა ამოიყვანა ჭაობიდან” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.