22-08-2023
22-25სექტემბერსთიბისიკონცეპტიდა „მოგზაური“გთავაზობთ რიგით მესამე „კონცეპტ თავგადასავალს“ ოთხდღიან, ისტორიულ ტურს ტაო-კლარჯეთში.
მოგზაურებს მეგზურობას ისტორიკოსი ბუბა კუდავა და მუსიკოსი, ფოტოგრაფი ნოდარიკო ხუციშვილი გაუწევენ. ბუბა კუდავა ამ მხარეში 20 წლიანი მოგზაურობის, სამეცნიერო ექსპედიციების და ძეგლების თუ ისტორიული ადგილების კვლევების საფუძველზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილებით, ჩვენი ქვეყნის წარსულში გვამოგზაურებს.
„ტაო-კლარჯეთი თავისი 700-ზე მეტი ეკლესიით, ციხე-სიმაგრეებით თუ არქეოლოგიური ძეგლებით ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ, ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე, რომ ვერ დაამთავრებ...
ტაო-კლარჯეთი ციხე-ქალაქებითა და ციხე-სიმაგრეებით ნაქსოვი პერანგია, სახელმწიფოებრიობის სათავეებია, ქართული კულტურის ერთი ვეებერთელა სახლია, ბუნების მრავალფეროვნების ფეიერვერკია, წარსულში მოგზაურისთვის დაუსრულებელი თავგადასავალია“ - ბუბა კუდავა.
ნოდარიკო ხუციშვილი, კი მუსიკალური ნოტების პარალელურად, მოგზაურობაში შეგროვებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების პიზიტიურ გავლენებს გაგვიზიარებს.
ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“ იქნება მცდელობაერთიან კონტექსტში გავიაზროთ ქართული კულტურის და მემკვიდრეობის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ ჩვენივე იდენტობის არსსა თუ რაობაზე, სახელმწიფოებრიობის ისტორიის სათავეებიდან ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართულ ნაკვალევამდე.
ტურის ფასი 1 ადამიანზე - 1680₾ (20%-იანი ფასდაკლებით კონცეპტის მომხმარებლებისთვის).
ტურზე რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე გრძელდება. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00. ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ „მოგზაურის” გუნდს:599 380 817; 599 908 906.
ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Concept-Tour