გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი: რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია

22-08-2023

ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, უცხოური ინვესტიციების დინამიური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

 

გარდა ამისა, ინვესტიციების ზრდა, ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

 

“ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია.

 

რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების ასეთი დინამიური ზრდა განპირობებულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. გარდა ამისა, ინვესტიციების ასეთი მაღალი დონე ადასტურებს იმას, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი მაღალია.

 

გარდა ამისა, ყველას კარგად გვესმის, რომ ინვესტიციების მოცულობას მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკა არ განაპირობებს. ეს არის კომპლექსური საკითხი და ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ბევრი ფაქტორის ანალიზის შედეგად ხდება.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც, რეგიონში ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად შეფერხდა. თუმცა, საქართველო აქაც გამონაკლისია და რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია” - წერს გვიდიანი Facebook-ზე.