გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო ბარაჩაშვილი: თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა, საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი

22-08-2023

თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა. საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არ გახლავთ დამნაშავე, პირიქით იგი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი თეა გოდოლაძის მხრიდან - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში დაზარალებულის ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, თეა გოდოლაძეს ბრალი წარედგინა ამა წლის ივლისში და დღეს გაკეთებული მისი კომენტარი, თითქოსდა შოვში ტრაგიკული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდა პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენა, არის სიცრუე.

 

„თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა. თეა გოდოლაძეს ბრალი აქვს წარდგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით. საინტერესოა ის გარემოება, რომ თეა გოდოლაძეს ბრალი წარედგინა ამა წლის ივლისის თვეში, თუმცა, დღეს მისგან მოვისმინეთ კომენტარი, რომ თითქოსდა შოვში ტრაგიკული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდა პროკურატურის მხრიდან ამაზე ბრალის წარდგენა, რაც სრული სიცრუეა. საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არ გახლავთ დამნაშავე, პირიქით იგი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი თეა გოდოლაძის მხრიდან“, - აცხადებს ნინო ბარაჩაშვილი.