22-08-2023
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, თეა გოდოლაძის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ გოდოლაძეს ოპოზიციური ტელევიზიები იცავენ, ვინაიდან შოვის ტრაგედიის დროს რადიკალური ოპოზიციის ნარატივში ჩაჯდა.
“მაშინ, როცა ოპოზიციური ტელევიზიები ყველა საინფორმაციო გამოშვებას იწყებენ კრიმინალური ქრონიკით, ძირითადად ოჯახურ ძალადობას აშუქებენ განსაკუთრებული ვნებით, (დღესაც ოჯახური ძალადობა პრიორიტეტი იყო მათთვის) ჰოი საოცრებავ და მათ მოკავშირეს, ყველა ბინძურ საქმეში მათ გამპრავებელს და მანიპულატორ თეა გოდოლაძეს გადაეფარნენ. ქალს, რომელსაც ძალადობაში ედება ბრალი.
რა თქმა უნდა, გოდოლაძე ხომ ის ქალია, რომელმაც ხუთიანზე შეასრულა დესტრუქციული ოპოზიციის ნარატივი, შოვის სტიქიასა და უბედურებაზე. არა და საქმე ეხება ჯანმრთელობის პრობლემის მქონე არასრულწლოვანს. ეს ქალი საშიშია საზოგადოებისთვის. გარდა იმისა, რომ კრიმინალური ისტორიის მონაწილეა, ფსიქოლოგიური ტერორისტიცაა, აბა რა დავარქვა იმას, რასაც ეს ქალი კადრულობდა მთელი რაჭის ტრაგედიის პერიოდში” - წერს ნინო ფოჩხუა.