გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ბასილაშვილი წინასწარ გაანადგურეს, ნაცების სახალხო დამცველმაც უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა "დაზარალებულს", თეა გოდოლაძის შემთხვევაში კი, დაზარალებული არასრულწლოვანი არავის გახსენებია

23-08-2023

დილით ვწერდი, რომ ქართველი ლიბერალების ორმაგი სტანდარტი იმდენად ცხადი და აშკარაა, რომ ძალლიან ზუსტად და სწორად იმსახურებენ ქართველი ხალხის ზიზღს. ეს ბანერი ნინო ლომჯარიას უზნეობას ნათლად ადასტურებს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ თეა გოდოლაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, ქართველი ლიბერალების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც სასამართლომ გაამართლა, წინასწარ გაანადგურეს, ხოლო თეა გოდოლაძის შემთხვევაში, დაზარალებული არასრულწლოვანი არავის გახსენებია.

 

“დილით ვწერდი, რომ ქართველი ლიბერალების ორმაგი სტანდარტი იმდენად ცხადი და აშკარაა, რომ ძალლიან ზუსტად და სწორად იმსახურებენ ქართველი ხალხის ზიზღს. ეს ბანერი ნინო ლომჯარიას უზნეობას ნათლად ადასტურებს. როდესაც ბასილაშვილის ამბავი გახმაურდა, ადამიანი გაანადგურეს წინასწარ და მათ შორის ნაცების სახალხო დამცველმაც უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა "დაზარალებულს", რომელიც როგორც გაირკვა, სულაც არ ყოფილა დაზარალებული. აი თეა გოდოლაძის შემთხვევაში კი, დაზარალებული არასრულწლოვანი არავის გახსენებია. პირიქით, ეს ამბავი "პირად ამბად" გაასაღეს და მოძალადე გოდოლაძეს დაუჭირეს მხარი. აი ესაა ქართველი ლიბერალების ორმაგი სტანდარტი!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.