გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქართული წარმოების უნაკერო მილები ამერიკის ბაზარზე

6-11-2017

 რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პირველად ქარხნის ისტორიაში საკუთარი ბრენდით განახორციელებს უნაკერო მილების ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1000 ტონამდე პირველი საცდელი პარტია 25 ნოემბერს გაიგზავნება საექსპორტო ბაზარზე. საკუთარი ბრენდით მილების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. 
ექსპორტი თავდაპირველად  აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გავიდა. შმდეგ კი ევროპის ქვეყნებში: ჰოლანდია, იტალია, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი.  

უნაკერო მილი გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის. ეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქტია, რომელიც კი ექსპორტზე მასიურად გასულა ჩვენი ქვეყნიდან.


წყარო: inforustavi