გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვანში დაფნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

2-12-2017

ვანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ქართული დაფნა“ ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება.

ქართული დაფნის საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 597 482 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარია.

კომპანიაში 2017 წლის ბოლომდე USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, იმერეთის რეგიონში შეიქმნა 8 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 75 საწარმო.

„ერთიან აგროპროექტი“ გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.


წყარო: reginfo.ge