3-09-2018
ბათუმის დელფინარიუმში დაბადებულ პატარა დელფინს ბათუ დაარქვეს. სახელის ასარჩევად დელფინარიუმის ფეისბუქ გვერდზე კონკურსი იყო გამოცხადებული.
"ბათუმში, არაერთ ადგილზე, დღემდე შეამჩნევთ დელფინის სიმბოლოს. ჩვენი ობიექტის, ჯერკიდევ გასულ საუკუნეში დამკვიდრებულმა პოპულარობამ განაპირობა, რომ დელფინი, როგორც მეგობრობის, სიყვარულის, სითბოსა და თითქმის ყველა პოზიტიური ემოციისა და გრძნობის განსახიერება, დღემდე ბათუმის სიმბოლოა.
#ბათუმისდელფინარიუმი - ადგილი, სადაც ყოველი დღე დღესასწაულია, ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ობიექტი, რომელიც ქალაქის აღიარებული სავიზიტო ბარათია.
სიტყვა „ბათუმს“ აქვს მხოლოდ ერთი სინონიმი და ეს - ბათუმის დელფინარიუმია!
ყველას გილოცავთ #ბათუმობა-ს!
P.S. კონკურსი დასრულდა - უმრავლესობის ვერსიით ციცის პატარას "ბათუ" დავარქვით!"- წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.