გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან მეხუზლა: დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის

24-08-2023

ღვინის ეროვნული სააგენტო თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უპასუხისმგებლო და ყოველგვარ გონივრულ აზრს მოკლებულია ინიციატივა, მევენახეებმა, რომლებსაც ბუნებრივი პირობების გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ.


„მიმდინარე წლის 21 ივლისს, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თვალსაჩინო წინსვლა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო ათეულ წელზე მეტია ახორციელებს. სახელმწიფოს მიზანია, ერთი მხრივ, რაციონალური იყოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით და, მეორე მხრივ, დაიცვას მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესები და მოახდინოს დარგის განვითრების მაქსიმალური მხარდაჭერა.