გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნანა კაკაბაძე: დღეს ნაციონალური რეჟიმის ორი მსხვერპლის - ბუტა რობაქიძის დაბადების და ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეა, ნათელი თქვენს ხსოვნას ქართული ფაშიზმის შეწირულნო!

24-08-2023

ნაციონალური რეჟიმის ორი მსხვერპლის - ბუტა რობაქიძის დაბადების და სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.


„დღეს ნაციონალური რეჟიმის ორი მსხვერპლის, ბუტა რობაქიძის დაბადების და ირინა ენუქიძის (მესამე მსხვერპლის, სანდრო გირგვლიანის დედის) გარდაცვალების დღეა! მათი სახელები და გვარები, მარადისობას შეერწყა! ისინი ყოველთვის იქნებიან დღევანდელი და მომავალი საქართველოსათვის იმ ავბედითი წლების მოგონებად, რომელსაც ქართველმა ხალხმა, ჩვენი ისტორიის შავი ლაქა უწოდა. ნათელი თქვენს ხსოვნას ქართული ფაშიზმის შეწირულნო!“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.