გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის გასტრო კვირეული 2023“ გაიმართება

25-08-2023

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისი 1-7 ოქტომბერს, რიგით მეორე, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს „თბილისის გასტრო კვირეული 2023“ უმასპინძლებს.


„თბილისის გასტრო კვირეული“ ყოველწლიური კულინარიული ფესტივალია, რომელიც ერწყმის ადგილობრივ მრავალფეროვან გასტრონომიულ კულტურას, აერთიანებს მსოფლიო დონის ცნობილ შეფ-მზარეულებსა და კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს.


პროექტის მიზანია „თბილისის გასტრო კვირეულის“ სტუმრებისთვის დაუვიწყარიდა უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.


საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალის პარტნიორია წამყვანი საერთაშორისო გასტრონომიული კომპანია - Bon Vivant Communications, რომელიც ოპერირებს ბრენდის მენეჯმენტში, ექსკლუზიური ვახშმების მოწყობაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფების მსოფლიო ტურის დაგეგმარებასა და მარკეტინგში. სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფების საქართველოში ვიზიტებსა და ფესტივალის საერთაშორისო მედია გაშუქებას.


ფესტივალის ფარგლებში დაგეგემილია ექსკლუზიური ვახშმების სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს დახვეწილი შერწყმა. საერთაშორისო და ადგილობრივი ვარსკვლავური შეფებისგან დაკომპლექტებულ წყვილებს თბილისის ხუთი წამყვანი რესტორანი უმასპინძლებს.


თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაჯავშნონ სასურველი ვახშამი კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით ნომერზე: 032 2 27 27 00.

კვირეული დასრულდება 7 ოქტომბერს - კლუბ “Underwheel-ში”, ღია ცის ქვეშ გასტრონომიული წვეულებით, სახელწოდებით "Star Chefs' Street Edition", სადაც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა დააგემოვნონ როგორც მიშლენის ვარსკვლავი მქონე, ისე ადგილობრივი ვარსკვლავი მზარეულების მიერ მომზადებული კერძები.


წლევანდელ სიახლეს, Star Chefs’ Street Edition-თან ერთად წარმოადგენს კონკურსი ახალბედა შეფებს შორის, “Young Chefs’ Contest-იც”, რომლის გამარჯვებულიც ერთი თვის განმავლობაში  სტაჟირებას გაივლის, პორტუგალიაში, ორი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში „Ocean-ში“, შეფ ჰანს ნოინერის ხელმძღვანელობით. კონკურსანტებს შეაფასებს, ადგილობრივი და საერთაშორისო შეფებისგან შემდგარი ჟიური.

 

მონაწილე შეფები:

  • ჰანს ნოინერი - ორი მიშლენის ვარსკვლავი (პორტუგალია)
  • მაიკლ ვან დერ კროფტი - საუკეთესო შეფ-მზარეულის ჯილდოს ნომინანტი (ნიდერლანდები)
  • კამილა სეიდლერი - ლათინური ამერიკის საუკეთესო შეფ-მზარეული ქალი (დანია)
  • ალეხანდრო სერანო - მიშლენის ერთი ვარსკვლავის მფლობელი (ესპანეთი)
  • დიპანკერ ხოსლა - ერთი მიშლენის ვარსკვლავი და ერთი მწვანე მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი (ტაილანდი)
  • რაფაელ კაზუმიანი (სომხეთი) (მხოლოდ Street edition)
  • არევიკ მარტიროსიანი (სომხეთი) (მხოლოდ Street edition)
  • თეკუნა გაჩეჩილაძე
  • ქეთი ბაქრაძე
  • მერიკო გუბელაძე
  • რამაზ გემიაშვილი
  • გიორგი ნინუა

Tbilisi Gastro Week 2023 - Star Chefs' Street Edition გვპირდება შეუდარებელ გასტრონომიულ მოგზაურობას, რომელიც აერთიანებს კულინარიის მოყვარულებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ვიზიტორებს დახვეწილი გემოს, შემოქმედების და კულტურული მრავალფეროვნების ზეიმში.

ღონისძიების მხარდამჭრები: თბილისის მერია; ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია

გენერალური პარტნიორები: თიბისი კონცეპტი; Visa
პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მომწოდებელი: „აგროჰაბი”

ოფიციალური პარტნიორები: მილე, ეფეს ჯორჯია

ღვინის ექსკლუზიური პარტნიორი: მეღვინეობა „ჩელთი”

კვირეულის სპონსორები: Rooms Hotels Tbilisi; m Group; Monograph; Margot Hotel; Alma; Pancaviar; Sarajishvili;

მედია პარტნიორი: AMARTA 

თიბისი კონცეპტის Visa და თიბისი WM ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ორი კვირის განმავლობაში მოქმედებს early bird-ის შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ბილეთებს განსხვავებულ ფასად შეიძენთ ბმულზე.