გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ცაგარეიშვილი: ბოლო 5 წლის მანძილზე 200 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული; ამ პროცესში ჩართული ადამიანები კარგად აკვირდებიან სახელმწიფოს ძალისხმევას, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ფერმერული მეურნეობები ფეხზე დამდგარიყო

25-08-2023

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერული მეურნეობები ფეხზე დამდგარიყო, შემოსავლიანი, რაც მთავარია კონკურენტუნარიანი გამხდარიყო მათი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე. ფერმერებს ეს ყურადღება მომავალშიც არ მოაკლდებათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, უშუალოდ ამ პროცესში ჩართული ადამიანები ძალიან კარგად აკვირდებიან სახელმწიფოს ძალისხმევას.


ცაგარეიშვილმა გასული წლების სტატისტიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე 200 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

„2008 წელს გადამუშავდა 40 ათასი ტონა ყურძენი, 2009 წელს 22 ათასი ტონა, 2010 წელს 23 ათასი ტონა, 2011 წელს 43 ათასი ტონა, 2012 წელს 52 ათასი ტონა, 2013 წელს 92 ათასი ტონა, 2014 წელს 123 ათასი ტონა, 2015 წელს 148 ათასი ტონა, 2016 წელს 117 ათასი ტონა, 2018 წელს 245 ათასი ტონა, 2019 წელს 280 ათასი ტონა, 2020 წელს 283 ათასი ტონა და ეს რეკორდული წელი იყო, 2021 წელს 252 ათასი ტონა, 2022 წელს 257 ათასი ტონა. ბოლო 5 წლის მანძილზე 200 ათას ტონაზე მეტი არის სტაბილურად გადამუშავებული. 2013 წელს ვენახების ფართობი შეადგენდა 25 ათას ჰექტარს, ამჟამად ვენახების ფართობი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50 ათას ჰექტარს აღწევს.


2012 წლამდე 40-მდე ღვინის კომპანია იყო დარეგისტრირებული ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ამჟამად ოფიციალურად დარეგისტრირებულია 2510 ღვინის მწარმოებელი კომპანია. 2013 წლიდან 2022 წლამდე კახეთში მევენახეებმა შემოსავლების სახით მიიღეს 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი.


2012 წელს ეს შემოსავალი გახლდათ მხოლოდ 35 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს, ბოლო რთველის პერიოდში 270 მილიონ ლარს მიაღწია.


მგონი ზრდას ხილულად ატყობთ. 2012 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 20 მილიონ ლიტრს შეადგენდა და მხოლოდ გასულ წელს ექსპორტირებული იყო რეკორდული რაოდენობა, 2012 წელთან შედარებით ხუთჯერ მეტი, 103 მილიონი ლიტრი ღვინო და ღვინის მასალა. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია მცირე და დიდი ზომის ღვინის 66 საწარმო მათ შორის, 37 კახეთის რეგიონში.


შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში ღვინის წარმოების მიზნობრიობით გაცემული სესხების ოდენობა 390 მილიონ ლარს აღწევს, სააგენტოს თანადაფინანსებით ანუ, სახელმწიფოს თანადაფინანსებით 108 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის, კახეთის რეგიონში გაცემული სესხების ოდენობა 292 მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოს, ანუ სახელმწიფოს თანადაფინანსებით კი 81 მილიონ ლარს აღემატება. ეს არის ციფრები, ამ ციფრების უკან იკითხება უამრავი ადამიანის შრომა. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელი ამ წლების დაუღალავი შრომა, მეწარმეების და ფერმერების შრომა. ამ წარმატებას სამი ძირითადი კომპონენტი ჰყავს: სახელმწიფო, მეწარმე და ფერმერი, ანუ, უშუალოდ ის ადამიანი, რომელიც ჩააბარებს მოსავალს და რაც მთავარია მიიღებს შემოსავალს. შეუიარაღებელი თვალით ჩანს, გადახედეთ კახეთში და სხვა რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და მგონი ხილულია ამ მიმართულებით ჩვენი საერთო წარმატება.


ამ დროს ვხედავთ, პოლიტიკურ ფაროსნებად ქცეულ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებიც შესევიან თხილის პლანტაციებს, ყურძნის ზვრებს და დასჩხავიან თავზე ფერმერებს, აგულიანებენ და აქეზებენ ამ ხალხს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეუბნებიან, რომ თქვენ ნაკლებს გიხდიან, რომ ფასები მსოფლიო ბაზარზე არის განსაკუთრებით გაზრდილი, რომ წუნდადებულ მოსავალზე კომპენსაციას არ გაძლევენ. რაღაც გამორჩათ ვაშლის მწარმოებლები შიდა ქართლში. ეტყობა ემზადებიან, რომ იქაც იგივე ფორმით დაიწყონ სოფელ-სოფელ სიარული აბსოლუტურად ცრუ და გაუგონარი დაპირებებით“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.