გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი თოდუა: ფერმერებმა ვინც სახელმწიფო სუბსიდია ჯეროვნად გამოიყენეს და მოვლა-შეწამვლა შესაბამისი აგროვადებით ჩაატარეს, კარგი მოსავალი აქვთ

25-08-2023

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას განცხადებით,  ფერმერებმა, ვინც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და  თხილის მოვლა-შეწამვლა შესაბამისი აგროვადებით ჩაატარა, წელს  საუკეთესო ხარისხი მოსავალი მიიღეს, ხოლო მათ ვისაც, შესაბამისი სამუშაოები არ განუხორციელებია, შედარებით ცუდი მოსავალი აქვთ.


„წინა წლებში ასე იყო და დღესაც ასეა - თუ უმაღლესი ხარისხის თხილი აწარმოა ფერმერმა, სარეალიზაციო ფასიც ექნება მისაღები და ვინც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ აწარმოა კარგი ხარისხის თხილი, ბუნებრივია, ექნებათ უფრო დაბალი შემოსავალი”,- განაცხადა გიორგი თოდუამ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ფერმერთა ნაწილმა სახელმწიფო სუბსიდია მიიღო, თუმცა აგროსამუშაოები არ ჩაატარა.


,,ფერმერების ნაწილმა, რომლებმაც იმის მიუხედავად, რომ  მიიღეს სახელმწიფო სუბსიდია  და თხილნარივერ შეწამლეს, თუნდაც უამინდობის ან დროის უქონლობის გამო, თხილის ხარისხი, ცხადია, კარგი არ იქნება.  ამიტომაც, ამ შემთხვევაში არის ფასის განსხვავებაც, სხვაობა ხშირად ორი ლარი და მეტია. დღეის მდგომარეობით, შესაძლოა, რეალიზაცია მოხდეს 6-7 ლარადაც“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.


იმისათვის, რომ ფერმერებმა თხილის რეალიზაციით მაღალი ფასი მიიღონ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში  განმარტავენ, რომ საჭიროა მიმართოთ საშრობებს. საშრობებში მოქმედ ლაბორატორიებში გამოკვლევით დადგინდება რა ხარისხის თხილი გვაქვს და რა იქნება სარეალიზაციო ფასი.