გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლანჩხუთს პოლონელი და ქართველი ბლოგერები ეწვივნენ

26-08-2023

ტურის მიზანია ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა და საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესება. 
სტუმრებმა ჩოჩხათის კანიონი,  ორაგვის დედათა  მონასტერი და საოჯახო  მეურნეობები დაათვალიერეს.
-,,სტუმრები  სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს გაეცნენ.  ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა დაათვალიეროს ლანჩხუთის ღირშესანიშნავი ადგილები" - აღნიშნა ლანჩხუთის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
 პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG" (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - CPC", ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი", „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი" (პოლონეთი).