გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს "სამართლიანი" არ უწოდებია - უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს

26-08-2023

"გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან - საბა ორბელიანის იგავი, "მაოხრებელი გზირი" მახსენდბოდა." - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ კელი დეგნანი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

“გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან - საბა ორბელიანის იგავი, "მაოხრებელი გზირი" მახსენდბოდა.

 

მისი საუბრის ანალიზს არ ვაპირებ, ერთ პასაჟზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს "სამართლიანი" არ უწოდებია. ვერ მოედავები, მაგრამ ძაღლის თავი იცით სად არის დამარხული? უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს და არც აშშ - ს არჩევნებზე დაუწერია მსგავსი რამ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აწ უკვე ყოფილი ელჩი მსგავსი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გულდასაწყვეტია...” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.