გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ - ბექა ოდიშარია

26-08-2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევის 60 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ოდიშარია პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს. 


დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წელი შეუსრულდა.


60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღვწის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და აღდგენისათვის.


ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ“, - წერს ოდიშარია.