გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კობა კობალაძემ საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

30-08-2023

29 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა, ლისის ტბაზე, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.


მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ - „ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის'' წარმომადგენლები.


29 აგვისტო, უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოცხადდა.