გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო ზამბახიძე: ბიზნესის სექტორის მზარდი სტატისტიკა განპირობებულია მთავრობის და დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული და განხორციელებული სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტებით

3-09-2018

„საქსტატის“ ცნობით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების ზრდის ტენდენციები 2018 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნდა. 
კერძოდ, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 19.9 მლრდ. ლარი შეადგინა. გამოშვება 10.0 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 12.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ხოლო 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა. 
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტის ნინო ზამბახიძის განცხადებით, აღნიშნული სტატისტიკა განპირობებულია მთავრობის და დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული და განხორციელებული სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტებით, ასევე მზარდი ტურიზმით.
ნინო ზამბახიძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ბიზნესის კეთების კუთხით 2018 წელს მე-9 ადგილი დაიკავა. 
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ასევე დადებითად იმოქმედა მოგების გადასახადის რეფორმამ, ე.წ. „ესტონურმა მოდელმა“, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ევროკავშირთან და ჩინეთთან. ეს და სხვა სახის საგადასახადო რეფორმები, რომლებიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისკენ, დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიკურ პირობებზე“, - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ.