გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებზე: არც ერთი იყო შარლ მიშელის ჯგუფის წევრი და არც მეორე ტელემაგნატი; ორივე ბედკრული „ნაცმოძრაობის“ წევრები იყვნენ და ახლა დაბრუნდნენ ისევ „ნაცმოძრაობაში“

30-08-2023

შარლ მიშელის განცხადებას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს „ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.


როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „პოზიტიურია, რომ შარლ მიშელის განცხადებაში იკითხება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.


თუმცა სამწუხაროა, რომ ასეთ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებს“. დეპუტატის თქმით, რუსული ნარატივია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ იყოს წარმატებული, რადგან ასოცირებულ ტრიოში საქართველო ევროკავშირისავე შეფასებით ყოველთვის იყო და არის მოწინავე ადგილზე.


„ამბობენ, რომ ერთი წლის წინ მისცეს მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი და საქართველოც მიიღებს, მაგრამ ასახელებენ გრძელვადიან პერსპექტივას. სამწუხაროდ, სწორედ ეს უწყობს ხელს ევროსკეპტიციზმს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელიდან არის გზავნილი, რომ ქართული სახელმწიფო დგას ევროინტეგრაციის გზაზე და რამდენადაც მეტი იქნება ევროპული ღირებულებები, იმდენად მეტი იქნება შანსი ევროინტეგრაციის.


აქვე მან შეაფასა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება არის დემოკრატია - ხალხის მიერ ხელისუფლების არჩევა.


„დავანებოთ თავი ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არ აქვს იმედი ხალხის მხარდაჭერის და ამბობს, რომ თავად სურს რევოლუციის მოწყობა, იქნება ეს ვაშაძე, ხაბეიშვილი, თუ ნებისმიერი სხვა და თავს იყრის დედა ნაცმოძრაობაში, რასაც თავისი პატრონები ურჩევენ. ეს არის - არც ერთი იყო შარლ მიშელის ჯგუფის წევრი და არც მეორე ტელემაგნატი. ორივე ბედკრული ნაცმოძრაობის წევრები იყვნენ და ახლა დაბრუნდნენ ისევ „ნაცმოძრაობაში,“ - დასძინა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.