3-09-2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსგამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 19.7 პროცენტით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთარაოდენობა კი 25 ათასით გაიზარდა გაიზარდა.დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსგამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 19.7 პროცენტით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთარაოდენობა კი 25 ათასით გაიზარდა გაიზარდა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან დადებით ტენდენციებთან გვაქვს საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამი კონკრეტული ინდიკატორი, რომელიცბიზნესსექტორში არსებულ ტენდენციებს ახასიათებს - მთლიანი ბრუნვა, წარმოებული პროდუქციის და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთარაოდენობა - წინასაანგარიშო პერიოდთან შედარებით ძალიან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ბრუნვასთან დაკავშირებით 20%-მდე ზრდა, რაც თანხობრივმაჩვენებელში 20 მილიარდამდეა, ცხადია, ძალიან პოზიტიურია. სწორედ ამ დადებით ტენდენციებს მოჰყვება ადამიანების პრობლემების მოგვარებაც.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქსტატმა ჩაშალა ინდიკატორები მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიხედვით. საშუალო საწარმოებშიცმნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. გამოწვევად რჩება მცირე საწარმოებში მეტი ზრდის მიღწევა, თუმცა გასათვალისწინებელია მთავრობის მიერ დაგეგმილიმთელი რიგი ღონისძიებები ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობის, ამ სექტორში მოღვაწე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბიზნესუნარებისგაძლიერების კუთხით. ეს ყოველივე მცირე საწარმოების ბრუნვის, მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის და ამ სექტორში დასაქმებული ადამიანთა უფრომეტ ზრდას მოგვცემს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.