გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია: ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ

31-08-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში თხილის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო და მეთხილე ფერმერებს შეხვდა.


როგორც მინისტრმა განაცხადა, ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ.


„ჩვენ მოვისმინეთ ფერმერებისგან, რომ ვინც ისარგებლა მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამით, აქვთ კარგი, ხარისხიანი მოსავალი, უფრო უკეთესი ვიდრე იყო ეს გასულ წელს. მთლიანობაში ველოდებით, რომ წლევანდელ წელს მოსავალი იქნება მნიშვნელოვნად უფრო მეტი. ფაქტობრივად, ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით ფინანსური მხარდაჭერა სრულიად საკმარისია 4-5-ჯერ წამლობის ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო და, ვფიქრობ, რომ წელსაც და მომავალ წლებშიც თუ ფერმერები კიდევ უფრო მეტად იზრუნებენ თხილის მოვლაზე, გვექნება უკეთესი და უკეთესი მოსავალი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან ერთად შევხვდით თხილის მწარმოებელ ფერმერებს სოფელ აკეთში არსებულ თხილის შემნახველ საწარმოში. მინდა მოვუწოდო ჩვენს თხილის მწარმოებელ ფერმერებს, რომ მიზნობრივად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით და შესაძლებლობებით თხილის წარმოების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რათა ჰქონდეთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტული იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

შეხვედრას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერები ესწრებოდნენ, რომლებმაც იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რასაც სახელმწიფო მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს.


შეხვედრა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის შემნახველ საწარმოში გაიმართა, სადაც ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ სოფლის განვითარების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.


ფერმერებთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ესწრებოდნენ.