გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანრი ოხანაშვილი: ჩვენს მიერ მომზადებული დასკვნა არის ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული

3-09-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებულია.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობისგან საბოლოოდ დასრულებული დოკუმენტის მიღებას ელოდება, თუმცა ასეთი დოკუმენტი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ჩვენს მიერ მომზადებული დასკვნა არის ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული. 
საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი აბსოლუტურად არაკომპეტენტურია და მას პოლიტიკური ელფერი აქვს. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა შეგვემუშავებინა დოკუმენტი, რომელიც იქნება ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული და რომელიც სამართლებრივად იქნება დასაბუთებული. რა თქმა უნდა, ჩვენ დავადგინეთ ხარვეზები და ამ ხარვეზებმა იქონია გავლენა მტკიცებულებათა ხარისხზე. ჩვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოვკვეთეთ, რომ არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა შესაბამისი უწყებების მხრიდან საზოგადოებასთან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულებასაც დავავალებთ კონკრეტულ უწყებებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ დასკვნის ალტერნატიული ვარიანტის წარდგენას აპირებს.